fbpx
საბერძნეთი

არგოლიდა: მამაკაცმა საკუთარი სახლის ეზოში ბომბი აღმოაჩინა

არგოლიდაში, კერძოდ ნავპლიოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელმა ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა, რომ  საკუთარი სახლის ეზოში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი აღმოაჩინა.

stalanews.gr-ის ინფორმაციით, ადგილზე სწრაფად გამოიძახეს პოლიცია, სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანა. მოგვიანებით კი საშიშროების შემცველ ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ, რომლებმაც ბომბი ფრთხილად ამოიღეს და სოფლის სტადიონზე გადაიტანეს, სადაც დაახლოებით 15:00 საათზე გაანეიტრალეს.

ექსპერტების განცხადებით ნაღმი 1940 წლით თარიღდება და ის სახლის მეპატრონემ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ეზოში გათხრებს აწარმოებდა.

onalem

ტესტ