fbpx
განათლებასაზოგადოება

საბერძნეთის 8 უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო აკადემიურ ინსტიტუტთა სიაშია

“World Academic Ranking”  2019 წლის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების სიას აქვეყნებს, სადაც საბერძნეთის 8 უნივერსიტეტი მოხვდა. მათ შორის პირველ ადგილზე კრეტას უნივერსიტეტია.

სიაში მსოფლიოს 1258 სასწავლებელი შევიდა, წარმოდგენილი 86 ქვეყანაში.

კრეტას უნივერსიტეტი ინარჩუნებს შარშანდელ პოზიციას და ლიდერია 8 ბერძნულ უნივერსიტეტს შორის. მას მოსდევს ათენის კაპოდისტრიის ეროვნული უნივერსიტეტი, შემდეგია ეგეოსის უნივერსიტეტი, რომელსაც მოყვება არისტოტელეს უნივერსიტეტი თესალონიკში. უკვე მესამე წელია, რაც მე-5 ადგილს ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი იკავებს. მე-6 ადგილზე კი, უკვე მეოთხედ, იოანინას უნივერსიტეტი გავიდა.

ეგეოსის უნივერსიტეტის რექტორი მიესალმა გამოქვეყნებული სიის შედეგებს და აღნიშნა, რომ მსგავსი “ჯილდოები” ხელს უწყობს აკადემიურ საზოგადოებას გააძლიერონ ძალისხმევა წინსვლისთვის და ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლისა და მომავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ სიის სათავეში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტები მოექცა.

 

onalem

ტესტ