fbpx
პოლიტიკა

ციპრა და ზაევი ნობელის პრემიის სავარაუდო ლაურეატები არიან, მშვიდობის დარგში

საბერძნეთისა და მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები, ალექსის ციპრა და ზორან ზაევი ამ წლის ნობელის პრემიის ფავორიტები არიან, ლაურეატობაზე წარსადგენად. მათ ეს პატივი ცნობილი ხელშეკრულების დადების გამო ერგოთ, რომელმაც მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული, 26 წლიანი დავა დაასრულა.

“რთულია იმის თქმა, ვინ არის წარდგენილი და ვინ არა, რადგან ეს ნახევრად გასაიდუმლოებული ინფორმაციაა, თუმცა ისინი ნახსენები არიან პრიზის ლაურეატებად” – განაცხადა ვიქტორ ნუმელინმა, შვედეთის საინფორმაციო სააგენტოს ნობელის პრემიის სპეციალურმა კორესპონდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ “მშვიდობის პრემიის კომიტეტში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჯილდო ამ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რადგან მათ, პრობლემის მოსაგვარებლად, არა ომი და უთანხმოება, არამედ მოლაპარაკების მაგიდა აირჩიეს და დაპირისპირებაც მშვიდობიანად დაასრულეს.”

თუმცა, კვირას, მაკედონიის კვირეულის რეფერენდუმის შედეგი, ციპრასთან და ზაევთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას უფრო ართულებს.

“უნდა დაველოდოთ, რა შედეგს გამოიღებს პრემიერ-მინისტრების მიერ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ, შეუძლებელი არაფერია,”– აღნიშნა ნუმელინმა.

 

onalem

ტესტ