fbpx
ეკონომიკა

ბერძნულ ოჯახებს საბერძნეთში დასვენების საშუალება არ აქვთ

გაზრდილი ფასების, ტურისტთა რაოდენობის და საცხოვრებელი ხარჯების გამო, ბერძნებისთვის საკუთარ ქვეყანაში დასასვენებლად წასვლა შეუძლებელი გახდა.

მაღალი გადასახადები, საკვებისა და მომსახურების გაძვირება, პენსიების შემცირება – ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამო ბერძნების შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა (34,6%). ამრიგად, საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის დასასვენებლად წასვლა აღარც პრიორიტეტულია და აღარც შესაძლებელი.

ამავე დროს, ქვეყანაში უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის, რის ფონზეც მომსახურების ღირებულება საგრძნობლად იზრდება. მოთხოვნილება ბევრად მაღალია, ვიდრე მიწოდება.

მაგალითად, კოსმოპოლიტური კუნძული მიკონოსი ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია, დასვენებისთვის, თუმცა ბერძნებისთვის აქ ჩასვლა ასე რომ ვთქვათ, ”აკრძალულია”. თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ მიკონოსზე ბერძენი დამსვენებლის პოვნა.

თუმცა, მიკონოსი არ არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელსაც ბერძნების ფინანსები ვერ სწვდება. ბევრად იაფ კუნძულებზე კი, სადაც ძალიან ცოტა ადგილია, უცხოელ ტურისტებს თავიანთი ნომრები უკვე დაჯავშნილი აქვთ, ივნისის მიწურულიდან სექტემბრის ბოლომდე, ამიტომ ბერძნებისთვის აქ ადგილი აღარ რჩება.

onalem

ტესტ