fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ცენტრი: ლეფტერის პადაზი და მაქსიმოს მუმურისი ავარიაში მოყვნენ

დღეს დილით ათენის ცენტრში ცნობილ მომღერალს, ლეფტერის პადაზისა და მაქსიმოს მუმურისს ავტოავარია შეემთხვათ.

გავრცელებული ინფორმაციით, პადაზი თავის მანქანას მართავდა, როდესაც ვასილისის სოფიას გამზირზე უკანა მხრიდან სხვა მანქანა დაეჯახა.

ავარიამ ძლიერი ხმაური გამოიწვია. როდესაც მომღერალი გადავიდა, რათა ენახა, თუ ვინ დაეჯახა, აღმოჩნდა, რომ მეორე მანქანის მძღოლი მაქსიმოს მუმურისი იყო.

მსახიობმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მანქანა წვიმის გამო მოუცურდა.

არცერთი მათგანი სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა, დაზიანება აღენიშნება პადაზის მანქანას.

onalem

ტესტ