fbpx
საბერძნეთი

ელინიკო: ტაქსის მძღოლი, რომელმაც დაჭრილი ქალი მანქანიდან ჩააგდო, სამსახურს კარგავს

გუშინ ელინიკოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. დამნაშავე არა მხოლოდ მამაკაცია, რომელმაც საკუთარ ცოლს ესროლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა, არამედ ადანაშაულებენ ტაქსის მძღოლსაც, რომელიც ქალს, არა თუ არ დაეხმარა, არამედ, მანქანიდანაც კი ჩააგდო. როგორც უკვე ცნობილია, დაჭრილი 50 წლის ქალი მის მანქანაში ჯდებოდა და დახმარებას სთხოვდა, თან ეუბნებოდა “მომკლა, მომკლა”.

გავრცელებული ინფორმაციით, მან სხვა მგზავრის ასაყვანად გააჩერა, როცა შემთხვევა მოხდა.

ატიკის ტაქსისტთა გაერთიანება კი მის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამასთანავე, ჩამოერთვას მუშაობის ლიცენზია.

გაერთიანების წარმომადგენლები მის საქციელს როგორც ყველაზე არაჰუმანურ ქმედებად ახასიათებენ და მას არაპროფესიონალიზმში სდებენ ბრალს:

“მას გამოძახებაც რომ ჰქონოდა, რომელიც წესის მიხედვით უნდა შეასრულოს, უნდა გამოეჩინა ადამიანობა, უნდა დახმარებოდა ქალს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ვითხოვთ, რომ მინიმუმ ჩამოერთვას მუშაობის ლიცენზია და საერთოდ გაქრეს ამ ინდუსტრიიდან.”

onalem

ტესტ