fbpx
საბერძნეთი

ალექსის ციპრა მატიში მეხანძრეებს, მოსახლეობას, ინჟინრებსა და მოხალისეებს შეხვდა

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის პრემიერის მატიში ვიზიტი ბერძნული ტელევიზიების მიერ არ გაშუქებულა. თუმცა, როგორც ΕΡΤ-მა მოგვიანებით გვაუწყა, ალექსის ციპრა მატიში, ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე მივიდა და მოქალაქეებს, მეხანძრეებს და მრავალ სხვა მუშაკს ესაუბრა. მან ვიზიტის შესახებ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზეც დაწერა:

“დღეს ტრაგედიის ადგილი მოვინახულე. ვესაუბრე მოქალაქეებს, ინჟინრებს, ჯარისკაცებს, მეხანძრეებსა და მოხალისეებს. ეს მწუხარება გამოუთქმელია, მაგრამ მინდა პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ცეცხლთან უთანასწორო ბრძოლაში იყო, ახლა კი რეაბილიტაციისთვის იბრძვის.”

პრესსამსახურის ინფორმაციით, ციპრამ მოინახულა არგირი აკტი, რემა კოკინო ლიმანაკიში და ეწვია ხანძართან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრს.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მიხედვით, საერთო ჯამში დამწვარია 12, 600 ჰექტარზე მეტი.

onalem

ტესტ