საბერძნეთი: 2020 წლის ივნისიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების ახალი სისტემა

საბერძნეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებებლებებში ჩაბარება შესაძლებელია ახლო მომავლაში ატესტატის ქულებზე იყოს დამოკიდებული.  აღნნიშნული ცვლილებების გატარების ინიციატივა დაადასტურა განათლების მინისტრმა – კოსტას გავროგლუმ მის ერთ-ერთ ინტერვიუში.  ახალი ცვლილებების ძირითადი როლი იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ატესტატის ქულებზე იყოს დამოკიდებული, ხოლო სკოლაში მე-11 და მე-12 კლასის სასწავლო მოდელი სრულად  შეიცვალოს და მე-12 კლასი გარდაიქმნას უნივერსიტეტის მოსამზადებელ სასწავლო წლად. ასევე, აღინიშნა, რომ დამამთავრებელი კლასების საგნებში, როგორიცაა ბერძნული ენა, მათემატიკა, ფიზიკა და სხვა განხორციელდება ცვლილებები.

 

უმაღლეს სასწავლებლების უკეთესად ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან გამიყოფა 52 მილიონი ევრო, ხოლო ახალი სამართლის სკოლა შეამსუბუქებს მდგომარეობას უკვე არსებულ სამართლის სკოლებში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც დაიდება საბოლოო დასკვნა შეტანილი იქნება კანონპროექტი პარლმამენტში დასამტკიცებლად და ქვეყნის წარმომადგენლები იმოქმედებენ საბერძნეთის საუკეთესო ინტერესებისთვის.