fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენში, საქართველოს ელჩის მეუღლის ორგანიზებით, გაიმართა ქართული ტრადიციების პრეზენტაცია

2018 წლის 25 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლის ქ-ნი მარინე ჩქარეულის ორგანიზებით, ქ. ათენში მოქმედი ქალთა საერთაშორისო კლუბის წევრებისათვის (WIC), საქართველოს ელჩის რეზიდენციაში გაიმართა ქართული სამზარეულოს, ღვინის ნაწარმის და ქართული ტრადიციების პრეზენტაცია.
ღონისძიებას ქალთა საერთაშორისო კლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მეუღლეები.

ქ-ნმა მარინე ჩქარეულმა სტუმრებს გააცნო ქართული სამზარეულოსა და ღვინის ისტორია, ქართული ტრადიციების თავისებურებები და საქართველოს ტურისტული პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ჩქარეულის ამ სახის რამდენიმე ღონისძიების შედეგად, ჩამოყალიბდა საქართველოში ტურისტული მიზნით გამგზავრების მსურველთა წარმომადგენლობითი ოცკაციანი ჯგუფი, რომელმაც ტურისტულ კომპანიას “Mouzenidis Group” უკვე დაუკვეთა ჯგუფური ტური საქართველოში 2018 წლის ოქტომბრის თვისთვის.