fbpx
კრიმინალი

ზაკინთო: გოგონა მძინარე მდგომარეობაში, გაურკვეველი მიზეზით, სასტიკად სცემეს

მას ეძინა, როდესაც სახლში შეუვარდნენ და სასტიკად სცემეს. გოგონა თავდამსხმელს არ იცნობდა. ამავე დროს, ადგილი არ ჰქონია ქურდობის ან გაპატიურების მცდელობას. ვიღაცას, უბრალოდ, მისი ცემა უნდოდა. ინციდენტი ზაკინთოზე, ლაგანას ტერიტორიაზე მოხდა.

გოგონა ბრიტანელია, რომელიც კუნძულზე ერთ-ერთ ბარში მუშაობს. იმ ღამით მარტო იყო, რადგან ვინც მასთან ერთად ცხოვრობს, სახლში არ იმყოფებოდა. როცა ეძინა, ხმაური გაიგო, მას შემდეგ კი არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ როცა გონს მოვიდა, სასტიკად ნაცემი იყო, აუტანელ ტკივილს გრძნობდა და შველას ითხოვდა.

ბრიტანელი საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს. მას საშინელი დაზიანებები სხეულთან ერთად, სახეზეც აღენიშნება.

პოლიციამ უცნობი დამნაშავის წინააღმდეგ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო, თუმცა, ინციდენტი უკიდურესად იდუმალებით მოცულია.

 

onalem

ტესტ