fbpx
საზოგადოება

ვიდეო: მეზღვაურმა გემიდან გადავარდნილი 70 წლის ქალი გადაარჩინა

ინციდენტი მაისის თვეში, სარონიკის ყურეში მოხდა. სულ ახლახანს კი გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გადაარჩინა მეზღვაურმა 70 წლის ქალი, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძულისკენ მიმავალი გემიდან გადავარდა.

ქალს არ ჰქონდა ძალა, რომ გემიდან გადასროლილ მაშველ ჟილეტამდე მიეღწია. ალექსანდროს ტრიანდაფილუ კი მის დასახმარებლად უყოყმანოდ გადახტა წყალში.

ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს.

როგორც ცნობილია, 70 წლის ქალი განცდილი შოკის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეზღვაური თავად საუბრობს:

onalem

ტესტ