fbpx
კრიმინალი

პოლიციამ მეტრო “აკროპოლის” ჯიბის ქურდები დააკავა!

საფულეების ქურდობის ფაქტზე საბერძნეთის პოლიციამ ორი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა. სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათი ასაკია 22, 25 და 31 წელი.

ე.წ. ჯიბის ქურდები მეტრო “აკროპოლის” ტერიტორიაზე ტურისტებს ძარცვავდნენ.

ისინი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როცა ერთ-ერთ ტურისტს საფულე მოპარეს, თანხა ამოიღეს და მიწაზე დააგდეს. ეს ყველაფერი ერთ-ერთმა ოფიცერმა დაინახა და მათი იდენტიფიცირება მარტივად მოხდა.

საფულეში საბუთები და საკრედიტო ბარათებიც იდო. თუმცა, გარდა ამ შემთხვევისა, მათ ანგარიშზეა მობილური ტელეფონების ძარცვაც.

პოლიციამ დიდი რაოდენობით თანხა ამოიღო.

მათი ეროვნების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

onalem

ტესტ