fbpx
ჯანმრთელობა

საგანგებო მდგომარეობა იტალიაში – კორონა ვირუსით დაინფიცირების 76 შემთხვევა

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით იტალიის ხელისუფლებამ 10 ქალაქის იზოლაცია განხორციელა – ამის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.იზოლირებული ქალაქები არიან : კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.
აღნიშნულ ქალაქებში დახურულია სკოლები, ბაღები, მარკეტები, სპორტ დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ხოლო ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

აპენინის ნახევარუნძულზე ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 30 ადამიანს აღმოაჩნდა. არის მსხვერპლიც – ორი ადამიანი გარდაიცვალა. 78 წლის მამაკაცი და 75 წლის ქალბატონი.

onalem

ტესტ