fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის საკონსულოში უკანონო ვიზებს ამზადებდნენ, რომელთა ღირებულებაც 4.000 ევრო იყო

ბერძნული მედია წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ერთ-ერთ აზიურ ქვეყანაში არსებული საბერძნეთის საკონსულოს კედლებს მიღმა ხდებოდა. კონსული, რომელსაც ოფისში უკანონოდ გაცემული ასობით ათასი ვიზა აღმოუჩინეს, თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ირკვევა, რომ საკონსულო გასცემდა უკანონო ვიზებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ჯერ საბერძნეთში შემოდიოდნენ, ხოლო შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გადადიოდნენ, ვინაიდან საუბარია შენგენის ვიზაზე და არა მხოლოდ კონკრეტულად საბერძნეთის ვიზაზე.

ტარიფები აღნიშნული ვიზისთვის მინიმუმ 4.000 ევრო იყო, შესაბამისად, რთული არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა თანხას შეაგროვებდნენ ამ საქმიანობიდან, როდესაც გაცემულია ასობით ათასი ვიზა.

კონსულის გარდა ბრალდებები აქვთ სხვა თანამშრომლებსაც, რომლებიც აღნიშნულ უკანონო საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

onalem

ტესტ