fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი, რომელიც კომპანიაში თანამშრომლებს 6 საათი ამუშავებს და 8 საათისთვის განსაზღვრულ ხელფასს უხდის

კონსტანტინოს რაიკოსი საბუღალტრო სერვისების ჯგუფის დამფუძნებელია (KRS), რომელიც რამდენიმე წლის წინ ოფისში საათობით მუშაობდა და სწორედ მაშინ ფიქრობდა, რომ მრავალსაათიანი გრაფიკი თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე დადებითად არ აისახებოდა. 2017 წელს ის სიმსივნით დაავადდა და აქედან გამომდინარე თითქმის 10 თვის მანძილზე იძულებული იყო, რომ ოფისიდან შორს ემუშავა, გაცილებით შეზღუდული დროით, რადგან ძველი გრაფიკით ფუნქციონირება მის ძალებს აღემატებოდა.

კონსტანტინომ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საავადმყოფოს საწოლს იყო მიჯაჭვული, დაისახა მიზანი, რომ განეხორციელებინა ცვლილებები ამ კუთხით და დღეს ის პირველი ადამიანია საბერძნეთში, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს გაცილებით ნაკლებს ამუშავებს, ვიდრე უხდის. რას ნიშნავს ეს?! რაიკოსმა შეიმუშავა გეგმა და მოახერხა, რომ თავისი საბუღალტრო ოფისების თანამშრომლები მუშაობენ მხოლოდ 6 საათით და იღებენ ხელფასს, რომელიც 8 საათიანი გრაფიკისთვის არის გაწერილი.

“ამ პროგრამაზე გადასასვლელად საკმაოდ ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწია, ორწლიანი მომზადება უძღვოდა წინ. პირველად 2021 წლის ოქტომბერში მხოლოდ პარასკევ დღეს ვმუშაობდით 6 საათით, რომ გვენახა, როგორ წავიდოდა საქმე. შემდეგ კი, ყველა დღე 6 საათიანი გახდა. პირველი კვირები ძალიან უცნაური იყო, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები სახლში გაცილებით მალე ბრუნდებოდნენ, თავიდან ვერ ეგუებოდნენ ახალ გრაფიკს.

ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ჰარმონიულად ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ გარემოში, სადაც მოგებულია როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული. როდესაც სიმსივნე მქონდა, მივხვდი, რომ მე მქონდა საშუალება და წვდომა ადამიანებზე, რომლებსაც ჩემი დახმარება შეეძლოთ ყველა კუთხით, მაგრამ შეუძლია იგივე გააკეთოს ადამიანმა, რომელიც ერთი ხელფასით ცხოვრობს?!”

onalem

ტესტ