fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მონაზვნებად გადაცმული პირები ხატებსა და ჯვრებს ყიდდნენ

კუნძულ როდოსზე უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებმა ოთხი პირი (23, 29, 34 და 52 წლის) თაღლითობისთვის დააკავეს.

პოლიციელთა მიერ დაპატიმრებული პირები, მონაზვნებად გადაცმულები (შესაბამისი სამოსით), კუნძულზე, ეკლესიების გარშემო დადიოდნენ და ხალხს უახლოვდებოდნენ, სხვადასხვა საეკლესიო ნივთის გაყიდვის მიზნით.

მათ ხელთ აღმოაჩნდათ სხვადასხვა საეკლესიო ნივთებით სავსე 105 პაკეტი, ძირითადად, ხატები და ჯვრები.

დაკავებულები როდოსზე, პლიმელიოდიკონის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ