fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ქართველი სტუდენტები დაზარალებულების სამსახურში

გუშინ 23.07.2018 გვიან ღამით, ძლიერი ხანძრის შედეგად ატიკის გარეუბნის რაფინას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, გუშინ, 2018 წლის 24 ივლისს საქველმოქმედო ორგანიზაცია ’’Δείπνο Αγάπης’’ ორგანიზებით, პირველადი მოხმარების ნივთები, ერთჯერადი საბავშვო სალფეთქები, მზა საჭმელები და წყალი შეგროვდა ათენის მასშტაბით. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეები 20:00 საათიდან შეიკრიბნენ მეტრო ’’Θησείο’’-თან.

აღნიშნულ აქციაში ’’Δείπνο Αγάπης’’ წარმომადგენლებთან მენეჯერ მარიანა პეპასა და ნიკოლაოს კალივასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტუდენთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართულმა ასოციაციამ, მასში გაწვრიანებულმა ქართველმა და ბერძენმა სტუდენტებმა. აქციის ორგანიზატორებმა შეგროვებული საკვები და ნივთები დღესვე მიაწოდეს რაფინის დაზარალებულ მოსახლეობას.