fbpx
კრიმინალი

სკანდალი საბერძნეთში: ათენში დააკავეს ჯგუფი, რომელიც მოქალაქეობის საბუთს უკანონოდ აკეთებდა

ინფორმაციას საბერძნეთის პოლიციის შტაბი ავრცელებს:

აყვანილია გუნდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საბერძნეთში ბინადრობის ნებართვას არაკანონიერი გზით უკეთებდა.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიციამ ოპერაცია საბერძნეთის 6 ქალაქში ჩაატარა და აიყვანა 23 ადამიანი, აქედან 7 ადვოკატი და 5 საჯარო უწყებაში მომუშავე პირი (ანუ ის ადამიანები რომლებიც განიხილავდნენ უცხოელების საბუთებს, რათა შემდეგ მათ აეღოთ ბინადრობის ნებართვა).

რაში ედებათ ბრალი: გაყალბება, ექიმის მიერ გაცემული საბუთების გაყალბება (ვითომდა შემოწმებულები იყვნენ ექიმების მიერ), ყალბი ფულადი ჩეკები (გზავნილების ჩეკები), საჯარო პირებზე ქრთამის გაცემა, სხვა ტიპის ყალბი დოკუმენტები და ა.შ.

საერთო ჯამში, უცხოელებმაც და თვით დაჯგუფების წევრებმაც იცოდნენ, რომ დამადასტურებელი საბუთები ყალბი იყო, თუმცა, თუ ბინადრობის ნებართვას აიღებდნენ თამაშიც დასრულდებოდა. საერთო ჯამში, ამისთვის უცხოელები 1000 ევრომდე იხდიდნენ.

ფაქტობრივად რომ ვთქვათ, რას აკეთებდნენ დაკავებულები:

როდესაც თქვენ მიდიხართ საადვოკატო ბიუროებში ან ადვოკატებთან და გეკითხებიან, ადასტურებთ თუ არა აქ ყოფნის 7 წელს (ჩეკების, გზავნილებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მეშვეობით) და თქვენ ვერ ადასტურებთ და გიწევთ ლოდინი, ეს დაჯგუფება, უბრალოდ, ბეჭდავდა ამ დოკუმენტებს, აძლევდა ადვოკატებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ყალბი საბუთები იყო და ამავე დროს იმ საჯარო პირებსაც ქრთამავდნენ, რომლებსაც უნდა განეხილათ მათი საბუთები სამინისტროებსა და სხვადასხვა საემიგრაციო განყოფილებებში).

onalem

ტესტ