fbpx
კრიმინალი

“კარგი ბერძნულით საუბრობდა” – კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ძარცვა ათენში, რომელსაც კინაღამ 25 წლის გოგონა შეეწირა

25 წლის გოგონა ტელეკომპანია Open-თან გასულ ღამეს მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობს. როგორც ის ჰყვება, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბერძნულად ძალიან კარგად საუბრობდა, გამთენიის საათებში დაესხა თავს, როდესაც სახლში დაბრუნდა და მანქანა კუთვნილ ადგილას გააჩერა.

ძარცვა პალეო ფალიროში, 06:00 საათისთვის მოხდა. დაზარალებულმა ვიდეოს გადაღება მოახერხა, როდესაც ის დამნაშავეს ხელიდან დაუსხლტა და დახმარებას ითხოვდა.

გოგონამ მანქანა გააჩერა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა დანით შეიარაღებული პირი, რომელმაც გასაღები და ჩანთა მოსთხოვა. როგორც ახალგაზრდა ჰყვება, ადგილზე გაიყინა, მაგრამ მძარცველი ჩქარობდა. მას შემდეგ, რაც გოგონამ სცადა მანქანას ჩასჭიდებოდა, დიდი სისწრაფით დაძრა და ამ მდგომარეობაში მიათრევდა.

“ჩემი მანქანა. დამეხმარეთ! გთხოვთ, გააჩერეთ მანქანა. გააჩერეთ. მომკლავთ!” 

ტელეკომპანიის ცნობით, ქურდი პოსიდონოს გამზირზე დიდი სიჩქარით წავიდა. ამ დროისთვის მოწმდება კამერები, რომლებზეც შესაძლოა დაფიქსირებული იყოს მისი სახე.

პოლიცია გამოძიებას აქტიურად აწარმოებს.

onalem

ტესტ