fbpx
საზოგადოება

დიდებული მანოლის გლეზოსი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდებული ბერძენი, მანოლის გლეზოსი, 98 წლის ასაკში, დღეს შუადღეს გარდაიცვალა. გლეზოსს ბოლო დროს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საბოლოოდ გულმა უმტყუნა.

ყველას კარგად ახსოვს 1941 წლის 30 მაისის ღამე, როდესაც მან ლაკის სადასთან ერთად გერმანელების ნაცისტური დროშა აკროპოლის მთიდან ჩამოხსნა.
ამ გმირული ქმედებით მან საბერძნეთს სამუდამოდ შეაყვარა თავი და ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა.

მანოლის გლეზოსი 1922 წლის 9 სექტემბერს კუნძულ ნაქსოსზე დაიბადა, ომის შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტად და ხელმძღვანელობდა გაზეთ Ριζοσπάστης-ს. ის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო დაკავებული იყო და სამჯერ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯაც.

1962 წელს სსრკ-მიერ ლენინის საერთაშორისო მშვიდობის პრემია მიიღო და მთელი ცხოვრების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა მას “ევროპის პირველი პარტიზანი” უწოდა.

 

onalem

ტესტ