fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მოძღვარმა ეკლესიასთან დიდი ეკრანი დაამონტაჟა, რომ მრევლმა მსახურებას თვალყური ადევნოს, ნაწილს კი, ტესტის საფასურს უფარავს

ლარისაში მდებარე ეკლესიის მოძღვარი, მამა ნიკიფოროს კოდოიანი, ცნობილია თავისი პიონერული იდეებით, რომლებიც საკუთარი მრევლის კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

სასულიერო პირმა ამჯერად მოიფიქრა, რომ ეკლესიასთან დაემონტაჟებინათ დიდი ეკრანი, რომლის საშუალებითაც მსახურებას თვალყურს ადევნებენ ის ადამიანებიც, რომელთაც შიგნით შესვლა არ შეუძლიათ და შესაბამისად, არ შეიქმნება ხალხით გადატვირთულობა.

ამას გარდა, შესასვლელთან განთავსებულია სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს, რამდენი ადამიანია ტაძარში, რათა დაცული იყოს დისტანცია და უზრუნვეყოფილ იქნას მრევლის უსაფრთხოება.

სასულიერო პირი იმასაც აცხადებს, რომ ეკლესია მრევლის იმ ნაწილს, რომელიც არ არის ვაქცინირებილი, სწრაფი ტესტის საფასურს უფარავს, რომ შიგნით შესვლა და სანთლის დანთება შეძლოს.

 

 

onalem

ტესტ