fbpx
საზოგადოება

აგელიკი ნიკოლულის შოკისმომგვრელი გამოძიება – ათენიდან გაუჩინარებული 7 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მამამ გაყიდა

7 წლის ვალენტინის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. საქმეში, რომელსაც აგელიკი ნიკოლულის გუნდი, საბერძნეთისა და საფრანგეთის პოლიცია ერთდროულად იძიებს, ახალი დეტალები ჩნდება.

კერძოდ, არსებული ვარაუდით, ბავშვი საკუთარმა მამამ და მისმა ყოფილმა პარტნიორმა ქალმა თანხის აღების მიზნით გააშვილეს, ანუ გაყიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, მის მიერ მიცემული ჩვენებები თავიდანვე არ შეესაბამებოდა ლოგიკას და მობილურ ტელეფონში აღმოუჩინეს ზარები, რომელთა მიხედვითაც მას კომუნიკაცია ჰქონდა გარკვეულ პირებთან საფრანგეთში გოგონას გაუჩინარებამდე და მას შემდეგ.

როგორც ირკვევა, მამაკაცის ყოფილი მეორე ნახევარი საფრანგეთში იმყოფება და სავარაუდოდ, გოგონა სწორედ მან წაიყვანა, რათა მიმღები ოჯახისთვის გადაეცა, ხოლო შემდეგ მათგან ფული აეღო.

ასევე, 7 წლის ვალენტინის მამის ტელეფონში დაფიქსირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლესვოსზე იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ უკვე ათენიდან, კერძოდ პაგრატიდან. მათი კომუნიკაციის თემა არასრულწოვანი გოგონას გაშვილება იყო.

შეგახსენებთ, რომ ვალენტინი 23 დეკემბერს გაუჩინარდა. აბელკა (მამა) ამბობდა, რომ მცირეწლოვანი სუპერმარკეტში გაუშვა და უკან აღარ დაბრუნებულა. შემდეგ 40 წუთი ეძებდა, მაგრამ რადგან ვერ იპოვა, სახლში მივიდა და დაიძინა. მეზობელები აღნიშნავენ, რომ ის არ იქცეოდა ისე, როგორც მამა, რომელსაც შვილის ადგილსამყოფელი აინტერესებდა… გამორიცხულია ისიც, რომ მამა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, სწორედ იმ მომენტში უდარდელად იძინებდეს.

7 წლის გოგონას დედა გარდაცვლილი ჰყავს და მამასთან ერთად პაგრატზე ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ აბელკას საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა და სახლში პირადობის ყალბი მოწმობაც უპოვეს.

onalem

ტესტ