fbpx
საზოგადოება

ცნობილი ბერძენი მსახიობი, მიხალი დესილასი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი მსახიობი, მიხალი დესილასი გარდაიცვალა.

“მშვიდად განისვენე მიხალი, არასოდეს დაგივიწყებ,” წერს მისი კოლეგა და მეგობარი, გიორგოს გეორგიუ სოციალური ქსელის გვერდზე.

მსახიობს პარასკევს დაკრძალავენ.

დესილასი კორფუზე დაიბადა და თეატრის მიმართ ბავშვობიდანვე დიდ სიყვარულს ავლენდა. დიდი ნიჭით გამოირჩეოდა საოპერო ჟანრშიც.

ის მოგვევლინა უამრავ ფილმში, რეკლამაში, სპექტაკლსა და სატელევიზიო სერიალში და განსაკუთრებული პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა.

 

onalem

ტესტ