fbpx
კრიმინალი

გერმანიაში ძებნილი საქართველოს მოქალაქე ხალკიდიკიში დააკავეს

25 წლის საქართველოს მოქალაქეზე ევროპული დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული და გერმანიაში იძებნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცს მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ედება ბრალად.

საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირება ადგილობრივმა პოლიციის ოფიცრებმა ხალკიდიკიში მოახერხეს.

ის დააკავეს და ხალკიდიკის პროკურატურაში გადაიყვანეს.

საუბარია მის გერმანიაში ექსტრადაციის საკითხზე.

 

onalem

ტესტ