fbpx
საზოგადოება

ლეროსი: რას ამბობენ ექიმები მშობლების ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე?!

პოლიცია ცდილობს ლეროსზე მომხდარი საშინელი დანაშაულის თითოეული დეტალი გამოიძიოს. როგორც ცნობილია, მშობლები აღიარებენ, რომ საკუთარ შვილებზე ძალადობდნენ და იმასაც ამბობენ, რომ ამით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. მათი ოთხი შვილიდან ერთ-ერთი გონებრივად ჩამორჩენილია.

უახლესი ინფორმაციით, გასულ 2017 წელს მათი გოგონა სისხლდენით “აგია სოფიას” ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. საინტერესოა თუ რატომ ვერ გაირკვა ყველაფერი მაშინ და რატომ ვერ იხსნა ვერავინ გოგონა და მისი და-ძმა საშინელი კოშმარისგან.

ექიმების განცხადებით, როდესაც ბავშვი საავადმყოფოში შეიყვანეს და შემოწმება ჩაუტარდა, არანაირი პათოლოგიური ნიშნები არ ჰქონდა. ხოლო როდესაც ის ფსიქიატრებმა გასინჯეს, მხოლოდ ის დაადგინეს, რომ ოჯახში პრობლემები ჰქონდათ, თუმცა, არანაირი სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

გამომდინარე აქედან, გოგონა ისევ მონსტრი მშობლების სახლში დაბრუნდა, რომლებიც მასზე ძალადობას აგრძელებდნენ.

ამ დროისთვის პროკურორის ბრძანებით ბავშვებს ფსიქოლოგები კიდევ რამდენჯერმე შეამოწმებენ და დაეხმარებიან.

როგორც ცნობილია, მათი მენტალური მდგომარეობა მძიმეა და ჭამაზეც კი უარს ამბობენ.

onalem

ტესტ