fbpx
კრიმინალი

ამფისა: მამაკაცს ბრალად ედება შვილის გაუპატიურება, რომელიც მისგან დაორსულდა

გავრცელებულმა ამბავმა ამფისა შეძრა. 16 წლის გოგონას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ის საკუთარმა მამამ გააუპატიურა და ამის შემდეგ დაორსულდა.

საზარელი ფაქტის შესახებ გუშინ გამომჟღავნდა, როდესაც საავადმყოფოში აუტანელი ტკივილებით გადაიყვანეს. დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი მამა იყო ის, ვინც დააფეხმძიმა.

გამომდინარე იქიდან, რომ გოგონას ყველაფერში დახმარება სჭირდებოდა, მას არ შეეძლო ამ ამბის ვინმესთვის გამხელა. 16 წლის მოზარდი სპეციალურ სკოლაში დადიოდა და მუდმივ კოშმარში ცხოვრობდა.

ექიმებმა საქმეში პოლიცია ჩართეს, რათა გამოიძიონ დანაშაულის კონკრეტული სურათი.

დნმ-ის ანალიზის შედეგები ათენის ლაბორატორიაში გადააგზავნეს, თავად მამაკაცი კი, რომელიც ალბანეთის მოქალაქეა, იტეაში დააპატიმრეს.

 

onalem

ტესტ