fbpx
საბერძნეთი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ცოხაძოპულოსი ციხიდან გაათავისუფლეს

საბერძნეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აკის ცოხაძოპულოსმა 4 აპრილს, საღამოს ციხე დატოვა. მან მისჯილი 20 წლის ნაცვლად, საპყრობილეში 5 წელი გაატარა.

77 წლის ყოფილმა მინისტრმა თავისი უდანაშაულობა გამოაცხადა და პასუხისმგებლობა ორ მინისტრს დააკისრა.

”ჩემი ტანჯვა და პატიმრობა, რომელშიც ბრალს იორგოს პაპანდრეუს და კოსტას სიმიტისს ვდებ, დასრულდა. ახლა კი დროა ყველაფერი გავარკვიოთ,” განაცხადა ცოხაძოპულოსმა.

5 აპრილს გამართულმა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ყოფილი მინისტრის მოთხოვნა და ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს. 2013 წელს ცოხაძოპულოსს კორუფციისა და გადასახადების თავიდან არიდების ბრალდებით 20 წელი მიუსაჯეს.

ეს მისი რიგით მეხუთე შუამდგომლობითი პეტიცია იყო. გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ მისი საავადმყოფოში ყოფნის დროს იქნა მიღებული, სადაც მან შუნტირების ოპერაცია გაიკეთა.

onalem

ტესტ