fbpx
ემიგრაციული სიახლეები

რევაზ კიკნაძე: “საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2017 წლის 28 მარტს გამოიცა საემიგრაციო პოლიტიკის მინისტრის N 13 ბრძანება, რომელიც, გარდა იმისა, რომ ამარტივებს საბერძნეთში მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების მოპოვების პირობებს, განცხადებების ჩაბარების კომპეტენციას გადასცემს რეგიონულ ადმინისტრაციებს (პერიფერიებს).

ხსენებული უფლების რეგიონული ადმინისტრაციებისათვის გადაცემის მიზანი არის ობიექტური და დროული რეაგირება მსგავს განცხადებებზე.
2017 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა ახალი ბრძანება N16, რომელიც არეგულირებს დღემდე შეტანილი განცხადებების განხილვის დაჩქარების პირობებს.

იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვის დაჩქარება, საჭიროა განცხადებით მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცნობოთ, რომ გსურთ ხელახლა შეიტანოთ მოთხოვნა რეგიონულ ადმინისტრაციაში. აუცილებელია მიუთითოთ თქვენი მისამართი, ვინაიდან მისამართის შესაბამისად მოხდება სამინისტროდან განცხადების გადაგზავნა კომპეტენტურ რეგიონულ ადმინისტრაციაში, რის შესახებაც გეცნობებათ შეტყობინებით.

შემდეგ გამოძახებული იქნებით თითის ანაბეჭდების ასაღებად რეგიონულ ადმინისტრაციაში და მოგეცემათ განცხადების ჩაბარების დამადასტურებელ ახალი დოკუმენტი.

ყურადღება! თუ მიუთითებთ არასწორ მისამართს თქვენი საქმის განხილვა დასრულება უარით.

რევაზ კიკნაძე – ათენში ლიცენზირებული & მოქმედი ადვოკატი.

საკონტაქტო ნომერი: 6943570099

onalem

ტესტ