fbpx
კრიმინალი

სიახლე თესალონიკში მომხდარი მკვლელობის შესახებ

პროკურორთან ბრალის აღიარების ვადის გადადება ორშაბათამდე, 08/05/2017-მდე მოითხოვა 38 წლის, მკვლელობაში ბრალდებულმა ანგიოქირურგმა დღეს, პარასკევს, 05/05/2017, დილის საათებში თესალონიკის რეგულარული საგამოძიებო სასამართლოს წინაშე წარდგენის შემდეგ.

ბერძნული საინფორმაციო სააგენტოს (Αθηναϊκό/Μακεδονικό Πρακτορείο) თანახმად, ბრალდებული, თესალონიკის „იპოკრატიოს“ საავადმყოფოს ანგიოქირურგი (იხ. ფოტოსურათზე ქვემოთ, ასევე თანმხლებ ვიდეოზე), თავის ადვოკატთან ერთად, აღნიშნული, 36 წლის და 3 შვილის ქართველი დედის მის მიერ მკვლელობის ფაქტის აბსოლუტურ უარყოფას აპირებს, აცხადებს რა, რომ კი, იცნობდა აღნიშნულ ქალბატონს სოციალური ქსელის მეშვეობით და საავადმყოფოში შეხვედრაც კი დაუნიშნა მას, ანგიოქირურგიული ოპერაციის მიზნით, მაგრამ ქალბატონი აღნიშნულ ვიზიტზე არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ ა/წ 26 აპრილს მოკლული ქალის გვამი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელ პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში. ბედკრული ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა საანესთეზიო ნივთიერების კვალი.

onalem

ტესტ