fbpx
კრიმინალი

ათენი: დაუჯერებელი კადრები, თუ როგორ გამოიტანა მოკლული დედის ცხედარი ქალმა ქუჩაში

ათენში, კერძოდ, გუდიში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, გარდაცვლილია 92 წლის ქალი, რომელიც საკუთარი 68 წლის შვილის მსხვერპლი გახდა. ქალი ამბობს, რომ დედა ავადმყოფობის გამო მოკლა, რომელსაც ის ვეღარ უძლებდა.

ბერძნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ გამოაქვს მას საკუთარი დედის საბანში გახვეული ცხედარი შუა ქუჩაში, თანაც დღისით, როდესაც ეს ყველაფერი ყველასთვის შესამჩნევია. აღნიშნული ფაქტი იქვე დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა.

ინციდენტი 16:52 საათზეა დაფიქსირებული. ქალი მოგვიანებით პოლიციამ აიყვანა და მან ოფიცრებს განუცხადა, რომ ძალიან წუხდა და ნერვიულობდა დედის ტანჯვის გამო, რომელსაც ავადმყოფობა იწვევდა და მისი ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურდა.

onalem

ტესტ