fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენმა ქალმა მშობიარე ემიგრანტი საკუთარ სახლში შეიყვანა და ბავშვის გაჩენაში დაეხმარა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი საბერძნეთის კუნძულზე მოხდა. ემიგრანტმა ქალმა, რომელიც ათენში კუნძულ კოსიდან უნდა ჩამოსულიყო, თვითმფრინავამდე მიღწევა ვერ შეძლო, რადგან ფეხმძიმედ იყო და მშობირობა სწორედ იმ მომენტში დაეწყო.

დადასტურებული ცნობებით, ქალი კამერუნიდან (აფრიკა) არის და წასასვლელი არსად ჰქონდა. გარდა ამისა, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მას აუცილებლად სჭირდებოდა დახმარება, გამომდინარე იქიდანაც, რომ კუნძულებზე სამედიცინო ბრიგადები აკურატულად არ მუშაობენ.

მშობიარე ემიგრანტი იმ დროს ერთ-ერთი ადგილობრივი ბერძენი ქალის სახლთან იმყოფებოდა, რომელმაც მისი ყვირილი გაიგონა და დაუყოვნებლივ სახლში შეიყვანა, აღმოუჩინა პირველადი დახმარება და უზრუნველყო ყველაფრით, რაც კი იმ მომენტისთვის შეეძლო. საბოლოოდ კი კამერუნელმა ქალმა, მისი დახმარებით, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.

გარდა ამისა, მან კერძო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოიძახა და განაცხადა, რომ ხარჯებს თავად დაფარავდა, თუმცა, ქალმა იქვე მშობიარობა არჩია.

ახალშობილი და დედა მოგვიანებით კოსის საავადმყოფოში ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ