fbpx
სახელმწიფო სტრუქტურები

სად არიან ბერძენი პოლიციელები ყველაზე დაუცველები – 10-დან 4-ს ბრონის ჟილეტი არ გააჩნია

პოლიცია ის სტრუქტურაა, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ნებისმიერ მოქალაქეს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მისი იმედი. საბერძნეთში სამართალდამცავი სისტემა საკმაოდ კარგად მუშაობს დანაშაულის აღმოსაფხვრელად, თუმცა, არიან კი ისინი თავად დაცულები, იმისთვის, რომ დაგვიცვან ჩვენ?!

ბერძნული მედია ავრცელებს ანგარიშს, რომელიც ცხადყოფს თუ რა ვითარებაში უწევთ მუშაობა ოფიცრებს ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულზე.

კრეტაზე, კერძოდ, ლასითის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 260 პოლიციელი მუშაობს, 10-დან 4 მათგანს კი ბრონის ჟილეტი არ აქვს. ის ჟილეტები, რომელსაც ისინი ატარებენ, დაახლოებით 4-5 წლისაა, ამ პერიოდის მანძილზე კი ჟილეტები ეფექტურობას კარგავენ და საჭიროების შემთხვევაში პატრონს ტყვიისგან ვერ დაიცავენ.

2019 წლისთვის ლასითის ტერიტორიაზე მომუშავე ყველა პოლიციელის ჟილეტს გაუვა ვადა.

ოფიცრები ამბობენ, რომ იძულებული არიან საჭირო ნივთები საკუთარი ხელფასებიდან იყიდონ ან დაეყრდნონ კერძო სპონსორებს, რომელთა გამოჩენაც მხოლოდ ბედ-იღბალზეა დამოკიდებული.

მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიები ამ დრომდე არ კმაყოფილდება, გამომდინარე აქედან არის დიდი შანსი, რომ ისინი რომელიმე ოპერაციის შესრულების დროს სასიკვდილოდ დაიჭრან.

 

onalem

ტესტ