fbpx
მსოფლიო

ვინ შეეწირა მოსკოვთან მომხდარ ავიაკატასტროფას – მგზავრების სია ცნობილია

მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელშიც 71 ადამიანი იმყოფებოდა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს გამოცდილი მფრინავი ვალერი გუბანოვი მართავდა, რომელსაც მთლიანობაში, ხუთი ათასი საათი ფრენის გამოცდილება ჰქონდა, მათგან 2800 საათი სწორედ “ან-148”-ზე ფრენის.

ამავდროულად, “რუსეთის ფოსტამ” უარყო ვერსია, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი, შესაძლოა, აფრენისას ფოსტის ვერტმფრენს შეეჯახა. უწყებაში განმარტეს, რომ მათ ვერტმფრენი საერთოდ არ გააჩნიათ და მხოლოდ ორ თვითმფრინავს ფლობენ.

ორსკის აეროპორტში თვითმფრინავში მყოფი მგზავრების ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებთანაც ფსიქოლოგები მუშაობენ. ადგილზე ჭირისუფალთა მხარდასაჭერად ორსკის აეროპორტში სასულიერო პირებიც მივიდნენ. უკვე გამოქვეყნდა იმ მგზავრთა სიაც, ვინც აღნიშნულ რეისზე იყო დარეგისტრირებული. მათ შორის არის ერთი ბავშვი.

მოსკოვის მახლობლად ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის “შავ ყუთს” უპილოტო ავიაციის გამოყენით მოძებნიან. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ასეთი დავალება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა გასცა.

მისივე განცხადებით, ავიაკატასტროფის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღე-ღამის განმავლობაში, შეუჩერებლად გაგრძელდება. სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტმა უკვე დააკომპლექტა სპეციალური კომისია, რომელიც “ან-148”-ის ავიაკატასტროფას გამოიძიებს. სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ.

“როსტრანსნადზორი” ავიაკომპანია “სარატოვის ავიხაზების” არაგეგმურ შემოწმებას განახორციელებს.

“სარატოვის ავიახაზების” კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა “ან-148”-მ სიმაღლე ადგილობრივი დროით 14:26 საათზე მკვეთრად დაკარგა, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა.

onalem

ტესტ