fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”ვენდეტა” გერაკასში – მამაკაცმა საკუთარი შვილის მკვლელის მამა მოკლა

საშინელი ინციდენტი გერაკასში 15 ივლისს მოხდა. დღეს უკვე დასტურდება, რომ შემთხვევა ნამდვილი ”ვენდეტას” მაგალითია.

60 წლის მანუსუ რიძაკი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი თავისა და მხრების არეში.

საინტერესოა მკვლელობის მოტივი. დამნაშავე 49 წლის მამაკაცია, რომლის 20 წლის შვილიც პენდელში 2016 წლის მაისში, აგიოს პეტროს ტერიტორიაზე მოკლეს.

აღნიშნული 20 წლის ბიჭის მკვლელი კი, აწ უკვე გარდაცვლილი მამაკაცის 23 წლის შვილია, რომელიც გასული წლის ნოემბერში დააპატიმრეს და ახლაც სასჯელს იხდის.

გამოძიების შედეგად 49 წლის მამაკაცის ბრალეულობა სწორედ გუშინ, 10 აგვისტოს დადასტურდა და ის მაშინვე დააკავეს.

onalem

ტესტ