fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ვანგელის ფსაროს: ”ვითხოვ, სექსუალური იდენტობა ოფიციალურად შემიცვალონ”

მას შემდეგ, რაც პარლამენტი სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მიემხრო, 30 წლის ვანგელის ფსაროსი საკუთარი დაბადებისა და ნათლობის მოწმობაში მითითებული გენდერის შეცვლას თხოვს.

ვანგელი მითილინის მცხოვრებია. მას სურს, რომ სახელი ”ვანგელი” გადაიკეთოს, როგორც ”ანდრომედა”, ხოლო გვარი ”ფსაროსიდან” როგორც ”ფსარუ”. შესაბამისად, მის ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის გრაფაში მითითებული უნდა იყოს მდედრობითი, ნაცვლად მამრობითისა.

30 წლის ვანგელი ამბობს, რომ ეს მისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი ფაქტიური სქესი არ შეესაბამება იდენტობას, რომელსაც ის შინაგანად გრძნობს. ამიტომ ის ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება.

ვანგელი სქესის შეცვლამდე

მისი საქმე სასამართლოში განიხილება და როგორც ცნობილია, ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო 10 წლის მანძილზე.

მოსალოდნელია, რომ იდენტობის ოფიციალურად შეცვლის საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს ან პარასკევს ისაუბრებენ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ