fbpx
საზოგადოება

უპრეცენდენტო შემთხვევა ლავრიოში: 13 წლის გოგონა დედა გახდა

სამშაბათს ლავრიოს ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები უჩვეულო შემთხვევის მომსწრენი გახდნენ. 13 წლის გოგონა ცენტრში მუცლის ტკივილებით შევიდა, მას მშობიარობა ეწყებოდა.

ის დედასთან ერთად იყო და მას შემდეგ, რაც ექთნებისგან პირველადი დახმარება მიიღო, ათენის სამშობიაროში გადააგზავნეს, სადაც ქვეყანას ჯანმრთელი ახალშობილი მოევლინა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ზარი 23:00 საათზე შევიდა. გოგონა 37 კვირის ორსული იყო და ექიმი მის ათენის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, სადაც მოგვიანებით იმშობიარა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დედა-შვილი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. გოგონასთან იმყოფება მისი პარტნიორიც. მისი დედა ბერძენია.

ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მართალია საბერძნეთში ორსული ქალების საშუალო ასაკი მაღალია, მაგრამ გამონაკლისები ყოველთვის არსებობენ.

onalem

ტესტ