fbpx
საზოგადოება

“ამ ქალს ავადმყოფი გონება აქვს, ეს არის დანაშაული, რომელშიც არ არსებობს სინანული” – ფსიქოლოგი ათენში მომხდარ თავდასხმაზე

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ფსიქოლოგმა, სტელა არგირუმ კალითეაში მომხდარ სასტიკ თავდასხმაზე ისაუბრა და განმარტა, თუ როგორი ტიპის ადამიანთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში.

“ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს სჩადის, აუცილებლად ავადმყოფია. მისი გონება დაავადმყოფებულია და ეს არის დანაშაული, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის კვალი. ცხადია, ეს იყო კარგად დაგეგმილი, რადგან წავიდა, მჟავა იყიდა და გამოიყენა სხვა ადამიანის ცხოვრების დასამახინჯებლად.

ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე ლოგიკური ახსნა მოვუძებნოთ ასეთ დანაშაულს. ასეთი ადამიანის გონება არ მუშაობს ნორმალურად.

შოკისმომგვრელია შედეგები, რომლებიც ამ თავდასხმამ მოიტანა. ქალმა დაკარგა თვალი და დაუმახინჯდა სახე. ეს არის ურთულესი რამ ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრება უნდა გააგრძელოს,” ამბობს ის.

ამ დროისთვის პოლიცია შავებში ჩაცმული ქალის ვინაობის დადგენას კამერების საშუალებით ცდილობს, რომლებიც ადგილზეა დამონტაჟებული. სამწუხაროდ, ვერ დგინდება, თუ რა მოტივით შეასხა უცნობმა ქალმა 34 წლის იოანას სახესა და სხეულზე მჟავა.

onalem

ტესტ