fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: მცირეწლოვანი ბიჭი მშობლებს გაექცა და ქალაქის ავტობუსში ავიდა

პატარა ბიჭის ამბავი, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა.

როგორც ცნობილი გახდა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლების ყურადღების მიღმა დარჩა, მათგან გაიქცა და ქალაქის ავტობუსში ავიდა. ის სრულიად მარტო იყო და ცხადია, არც ის იცოდა, სად მიდიოდა.

მშობლები თესალონიკის რკინიგზის სადგურში შვილს დიდხანს ეძებდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

შემდეგ OASTH-ის ხელმძღვანელობამ დაკარგული ბავშვის შესახებ თითოეულ მძღოლს გადასცა ინფორმაცია და როგორც კი მძღოლი მიხვდა, რომ მცირეწლოვან ბიჭს არავინ ახლდა, მაშინვე დაუკავშირდა მშობლებს.

რამდენიმე ხანში მძღოლმა მათ შვილი უვნებელი ჩააბარა.

onalem

ტესტ