fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: წითელ პარასკევს ცხვრის ხორცის საჭმელად მხოლოდ 15 ადამიანი მივიდა

ათეისტთა პროვოკაცია სახელად, ”ჭამეთ ცხვარი” წითელ პარასკევს თესალონიკში გაიმართა. თუმცა, მიუხედავად ინტერნეტში გავრცელებული რეკლამებისა, მხოლოდ 15 ადამიანი მივიდა ხორცის დასაგემოვნებლად.

ორგანიზაცია ”ხორცის მჭამელები” უკვე მეექვსე წელია ცდილობს, დაარღვიოს რელიგიური წესები და წითელ პარასკევს, საზოგადოების რეაქციის მოლოდინში, თესალონიკის ათეისტთა გაერთიანება ”სადილის აქციას” აწყობს.

მათ ძვირადღირებული რეკლამები გააკეთეს ინტერნეტსა და ტელევიზიაში. თუმცა, მაინც ყურადღების მიღმა დარჩნენ. წელს მათ უფრო ნაკლები  ხალხი ესტუმრა, ვიდრე შარშან. ორგანიზაცია სადილზე დაახლოებით 60 ადამიანს ელოდა, მაგრამ მხოლოდ 15 მათგანი მივიდა.

onalem

ტესტ