fbpx
საბერძნეთი

“ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ ტელევიზორიდან გავიგე” – 30 წლის პაკისტანელი პოლიციას დღეს ჩაბარდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი, წარმოშობით პაკისტანიდან, ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში იმალება და ის პოლიციას დღეს ჩაბარდება. როგორც უკვე ცნობილია, მან 17 წლის ნიკოლეტა თავის სახლში, ჩხუბის ფონზე, მოკლა.

პაკისტანელის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, თავზე კონტროლი დაკარგა და გოგონა დაახრჩო. შემდეგ კი, თავისი ნივთები წაიღო და იქაურობა დატოვა. გოგონას მკვლელობით შეძრულია მისი მამა, რომელიც მედიასთან რამდენიმე სიტყვას ამბობს:

“ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ ტელევიზორიდან გავიგე. სწორედ იმ დროს, როცა ვუყურებდი, ჩემმა მეორე გოგონამ დამირეკა და მითხრა, რომ ნიკოლეტა დავკარგეთ, რომ ის სანიმ მოკლა. ამ ურთიერთობის შესახებ არასოდეს დაუწუწუნია, ამბობდა, რომ ბედნიერი იყო და არ ჰქონდათ პრობლემები. ბოდიში, მეტი საუბარი აღარ შემიძლია,” ამბობს მამაკაცი.

მოსალოდნელია, რომ პაკისტანელი სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდეს, მას ტელეფონი ამ დრომდე გათიშული აქვს, თუმცა, ცნობილია, რომ ნამდვილად ათენის ჩრდილოეთით იმალება.

 

onalem

ტესტ