fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კორონავირუსის გავრცელება საბერძნეთში: დაკავებულია 12 პირი კაფე-ბარების გაღებისთვის

საბერძნეთში გაცემული ბრძანების მიხედვით, დაკეტილი უნდა იყოს ყველანაირი ბიზნეს დაწესებულება, სადაც ხალხი იყრის თავს, ეს ეხება რესტორნებს, ტავერნებს, კაფე-ბარებს და ა.შ. მხოლოდ დღეს 12 ბიზნესმენი დააკავეს იმისთვის, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში ამუშავებდნენ საკუთარ დაწესებულებას.

დაკავებულები არიან კაფეების, სილამაზის სალონების, ტავერნებისა და რესტორნების მფლობელები.

თუმცა, საერთო ჯამში 12 მარტის შემდეგ ჩატარებული შემოწმებების შედეგად 223 კანონდარღვევაა გამოვლენილი:

– (94) ატიკაში

– (36) დასავლეთ საბერძნეთში

– (13) ცენტრალურ მაკედონიაში

– (11) თესალიაში

– (11) იონიის კუნძულებზე

– (10) კრეტაზე

– (10) თესალონიკში

– (10) სამხრეთ ეგეოსში

– (10) აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში

– (9) პელოპონისოში

– (6) დასავლეთ მაკედონიაში

– (6) ცენტრალურ საბერძნეთში

– (4) ჩრდილოეთ ეგეოსში და

– (3) ეპირუსში.

onalem

ტესტ