fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: თავდამსხმელებმა არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი გაძარცვეს

თესალონიკში, არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი იმ დროს გაძარცვეს, როდესაც ბანკომატიდან ფული გამოჰქონდა.

როგორც თავდასხმის მსხვერპლი აცხადებს, გამვლელებიდან არავის უცდია დახმარება ან პოლიციაში დარეკვა. როგორც მათ შემდგომში განაცხადეს, “შეეშინდათ და ვერაფერი იღონეს, რადგან საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდებოდნენ”.

Free Press-მა გამოაქვეყნა ჩვენება, სადაც დაზარალებული მომხდარის შესახებ ჰყვება:

“ხუთშაბათს, 12:30 საათზე, საავადმყოფოს ეზოში ბანკომატის წინ ვიდექი. უამრავი ხალხის წინაშე, რომლებიც გარეთ მოსაწევად გამოდიოდნენ, თავს დამესხნენ და ფიზიკური შეაურაცხყოფა მომაყენეს. წავიქეცი და საავადმყოფოს შესასვლელის ფანჯარას დავეჯახე. ამ დროს მძარცველმა 200 ევრო წამართვა, რომელიც ის-ის იყო ბანკომატიდან გამოვიტანე. არავის გამოუჩენია ყურადღება. არც დახმარება უცდია ვინმეს. თქვეს, რომ შეეშინდათ და საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდებოდნენ. სამწუხაროდ, ბანკომატთან კამერები არ აყენია. პოლიციას ჩვენება მივეცი, მაგრამ არ ვიცი თავდამსხმელთა ვინაობა. ისინი ზურგიდან მომეპარნენ. მივმართავ სამართალდამცავებს თხოვნით, რომ შეაჩერონ ყაჩაღების თავისუფალი გადაადგილება და ნარკოტიკებით ვაჭრობა.”

თავის განცხადებაში, არისტოტელეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი საუბრობს სხვა საფრთხეებზეც, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომლებს და ზოგადად, საუნივერსიტეტო საზოგადოებას ემუქრება კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან, რომელთა წევრებიც მსგავს საზოგადოებრივ შენობებს “აფარებენ” თავს.

onalem

ტესტ