fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

სეტყვისგან გადათეთრებული არკადიას სოფლები (ფოტოები)

სამშაბათს, ღამით, სეტყვამ და უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა არკადიას პრეფექტურის სოფლებს, ტრიპოლთან ახლოს.

სეტყვამ გაანადგურა ბოსტნეულის ნათესები, ვენახები და ხეხილის ბაღები ნეოხორში, სტენოში, აგიორგიტიკაში, ლითოვუნიაში, სტადიოსა და რიზესში.

 

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ სამშაბათს, სეტყვის გამო საშინელი საგზაო შემთხვევა მოხდა ტრიპოლთან, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მანქანა, რომელშიც 7 ადამიანი იმყოფებოდა, კლდიდან გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ყველა მგზავრი დაშავებულია. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად სწორედ უხვი ნალექი და დიდი სეტყვა სახელდება.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით ტრიპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეში ჩართულია პოლიციაც, რათა გამოიძიონ და დაადგინონ ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები.

onalem

ტესტ