fbpx
საბერძნეთი

საქართველოში ფულადი გზავნილები 19%-ით გაიზარდა – ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ფული შედის

ეროვნულმა ბანკმა დღეს ფულადი გზავნილების 10 თვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წელს ფულადი გზავნილების სახით $1.11 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 19.7%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც იანვარ-ოქტომბერში $371 მილიონი გადმოირიცხა, $117 მილიონით მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ზრდის ტემპი კი ყველაზე მაღალი ისრაელიდან შემოსულ გზავნილებზეა, რომელბიც წელს 99%-ით გაიზარდა.

2017 წლის 10 თვის მიხედვით ფულადი გზავნილების რეიტინგი:

  1. რუსეთი – $371 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16.8% 
  2. აშშ – $117.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13.6% 
  3. იტალია – $114.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15.8% 
  4. საბერძნეთ – $113 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9% 
  5. ისრაელი – $95.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 99% 
  6. თურქეთი – $89 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27% 
  7. ესპანეთი – $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15% 
  8. გერმანია – $27 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10% 
  9. უკრაინა – $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29% 
  10. საფრანგეთი – $14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14.2%

onalem

ტესტ