საბერძნეთი: იახტაზე აფეთქების შედეგად 9 წლის გოგონა დაიწვა

ინციდენტი დღეს დილით 11:30 საათზე, კორფუზე მოხდა. ძვირადღირებულ იახტაზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა.

კერძოდ, ოჯახმა, რომელიც ინგლისიდან არის, 7 მეტრიანი იახტა საბერძნეთში სამოგზაუროდ იყიდა.

როგორც ჩანს, იახტის ძრავა აფეთქდა, რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია. 9 წლის გოგონას სერიოზული დამწვრობები აქვს მიყენებული და როგორც ცნობილია, მისი მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქებისას დაშავდნენ მისი მშობლებიც, თუმცა, მათი დამწვრობები მსუბუქია.

ბორტზე მათ გარდა კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უბედურ შემთხვევას უვნებლები გადაურჩნენ.

კორფუს პორტის ხელმძღვანელობა საქმეს იძიებს.

melano

ტესტ