fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ამინდი უარესდება: წვიმა, ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის მასშტაბით მომდევნო დღეების მანძილზე მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი.

კერძოდ, დღეს, 31 ივლისს იწვიმებს:

ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, თესალიაში, სპორადესში, დასავლეთ და ცენტრალურ სტერეასა და პელოპონისოში.

ხვალ, 1 აგვისტოს:

დროდადრო იწვიმებს ცენტრალურ მაკედონიაში, სპორადესში, ჩრდილოეთ ევიაში, ჩრდილოეთ ეგეოსში. შუადღის საათებში თესალიაში, ეპირუსში, დასავლეთ და ცენტრალურ სტერეაში.

ხუთშაბათს, 2 აგვისტოს:

დროდადრო იწვიმებს ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, სპორადესში, შესაძლოა ჩრდილოეთ ევიაში. შუადღის საათებში ეპირუსში, დასავლეთ მაკედონიაში, დასავლეთ და ცენტრალურ სტერეაში.

პარასკევს, 3 აგვისტოს: 

პერიოდულად იწვიმებს დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, ეპირუსში, შესაძლოა სპორადესში დილის საათებში. შუადღის საათებში დასავლეთ პელოპონისოში.

შაბათს, 4 აგვისტოს:

იწვიმებს დასალვეთ და ცენტრალურ მაკედონიაში (ძირითადად პიერიაში, იმათიასა და პელაში), ეპირუსსა და თესალიაში (ძირითადად დასავლეთით და ჩრდილოეთით).

onalem

ტესტ