fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: პოლიციამ 36 წლის ქართველი ქალი პროსტიტუციის ბრალდებით დააკავა

პოლიციამ კონკრეტულ საიტზე იპოვა განცხადება, რომლის მიხედვითაც 36 წლის მშვენიერი ქართველი ქალი მსურველებს ეროტიკულ კონტაქტს სთავაზობდა. ამის ნაცვალად კი თანხას ითხოვდა.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიციის თანამშრომელი 36 წლის საქართველოს მოქალაქეს დაუკავშირდა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ცხადია, ქალმა არ იცოდა, რომ ის პოლიციელი იყო. სექსუალური კონტაქტის ნაცვლად მამაკაცმა მას 100 ევრო შესთავაზა, რაზეც უყოყმანოდ დათანხმდა.

ისინი ვოლოსის ერთ-ერთ სასტუმროში წავიდნენ, სადაც ქალი ფაქტზე დააკავეს და ვოლოსის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მას პროსტიტუციის ბრალდებით გაასამართლებენ.

გამოძიება გრძელდება მსგავსი სახის დანაშაულის აღსაკვეთად. პოლიცია აცხადებს, რომ გახშირდა სხვადასხვა პირების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საბერძნეთში ჩამოყვანა და პროსტიტუციაში ჩაბმა.

თუმცა, ქართველი ქალი, როგორც ჩანს, არავის მსხვერპლი არ ყოფილა და მისი საქმიანობა საკუთარი გადაწყვეტილება იყო.

onalem

ტესტ