fbpx
კრიმინალი

31 ტაქსის მძღოლი მგზავრების ტაქსომეტრით მოტყუებისთვის დააკავეს

პოლიციამ 31 ტაქსის მძღოლი დააკავა, რადგან მათ საკუთარ მანქანებში ტაქსომეტრი ისე ჰქონდათ მოწყობილი, რომ მგზავრები მოეტყუებინათ.

ათენის საგზაო პოლიციისა და ათენის საერთაშორისო აეროპორტის პოლიციის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ისინი აიყვანეს, მათ ბრალად ედებათ მრიცხველის მუშაობის შეცვლა და ქვითრების გაუცემლობა.
მათი დაკავების ოპერაციები განხორციელდა კიფისიაში, ათენის აეროპორტში, ლიოსიონში, ახარნონზე, პლატია კალოგირონზე (დაფნი)  და პირეოსში.

ისინი სხვადასხვა საშუალებებით ახერხებდნენ გაეყალბებინათ ტაქსომეტრის მიერ რეალურად აღწერილი თანხა (მაგნიტებით, კომუტატორებითა და გაყვანილობებით).

მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

onalem

ტესტ