fbpx
საბერძნეთი

ქუჩებში დაყრილი ნაგვის გამო ადამიანების ჯანრმთელობა საფრთხის ქვეშაა

საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩები დასუფთავების თანამშრომელთა გაფიცვის გამო ნაგვითაა სავსე. პარალელურად კი ათენში ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ეს ყველაფერი ერთად მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (KEELPNO) მეშვეობით, გაფრთხილება გაავრცელა. ისინი მოუწოდებენ თანამშრომლებს, ნაგავი ისეთი შენობებიდან მაინც გაიტანონ, როგორებიცაა საავადმყოფოები, დღის ცენტრები, სკოლები და გერიატრიული დაწესებულებები.

დასუფთავების თანამშრომლებმა მუშაობა გასულ კვირას შეწყვიტეს. ისინი დროებით სამუშაო კონტრაქტებს აპროტესტებენ და დღეს პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ.

თავდაპირველად მთავრობა პროტესტანტებს დაჰპირდა, რომ მათ მუდმივი სამუშაო ექნებოდათ, თუმცა მოგვიანებით სასამართლოს გადაწყვეტილებით 8 თვიანი დროებითი კონტრაქტები შეუდგინეს.

onalem

ტესტ