fbpx
კრიმინალი

ალბანელი ნარკოდილერის ზღაპრული ცხოვრება საბერძნეთში დასრულდა

ბერძნულმა მედიამ ალბანელი ნარკოდილერის ცხოვრების დეტალები გაასაჯაროვა. მას საკუთარი  VIP კლიენტები ჰყავდა, რომლებზეც კოკაინსს ყიდდა.

ალბანეთის მოქალაქე საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროზე ძვირადღირებულ სახლში ცხოვრობდა და უამრავი მანქანა ჰყავდა. მისი ბედ-იღბალი ფინანსურ ოპერაციებზე იყო დამოკიდებული. 53 წლის მამაკაცს კონტაქტები ლათინურ ამერიკაში ჰქონდა, საიდანაც ნარკოტიკი საბერძნეთში შემოჰქონდა.

პროდუქტს კოლუმბიაში არეგისტრირებდნენ და სასაქონლო ნიშანს ადებდნენ, საბერძნეთში შემოსვლის შემდეგ კი, ის არც თუ ისე ღარიბ ხალხზე, ძალიან ძვირად იყიდებოდა. კლიენტების ძირითადი ნაწილი ათენისა და კუნძულ მიკონოსის მაცხოვრებლები იყვნენ.

ამ დროისთვის პოლიცია დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკების გამსაღებელი დაჯგუფების მთავარი წევრი დაკავებულია. მას ბრალად კოკაინით ვაჭრობა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ედება, რომელთაც ინსტურქციებს აძლევდა, თუ სად გაეყიდათ საქონელი.

ასევე დაკავებულია 61 წლის ბიზნესმენი ტრიკალადან, რომელიც მისი თანამზრახველი იყო.

კოკაინი სპეციალური სამალავებით გადაჰქონდათ, რომლებიც მანქანებში იყო მოთავსებული. ამ მანქანების შემოწმება 2017 წლის 14 ივნისს მოხდა, შედეგად 10 პაკეტი ამოიღეს (10 კგ კოკაინი).

პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 სხვა წევრიც დააკავა. საერთო ჯამში ამოღებულია 21 კგ კოკაინი, 92 000 ევრო და იარაღი.

გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს ოგანიზაციის სხვა წევრების ვინაობაც და მოხდეს მათი დაკავება.

onalem

ტესტ